ძალიან გთხოვთ, ერთ ტაფაში ნუ მომხრაკავთ მე და ”ნაციონალურ მოძრაობას”, მე ის ოპოზიცია არ ვარ, – ამის შესახებ ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.
ინაშვილის თქმით, ის ”ქართულ ოცნებას” არ ადარებს წინა ხელისუფლებას.
”არ მინდა იმ წინას შევადარო, თუნდაც ადამიანის უფლებების კუთხით ბევრი რამ რადიკალურად არის შეცვლილი. თუნდაც ეს ფორმატი თქვენი საჩუქარი კი არ არის, კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა იმ წინა რეჟიმსაც ჰქონდა ამის პრეროგატივა, მაგრამ დახურულ დარბაზებში ატარდებდა.
კარგი იქნება სწორად იყოს გაანალიზებული ოპოზიცია ჩემი სახით, თორემ ოპოზიციას ყველას უწოდებთ თქვენ და ძალიან გთხოვთ, ერთ ტაფაში ნუ მომხრკავთ მე და ”ნაციონალურ მოძრაობას”, მე ის ოპოზიცია არ ვარ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.