თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი დაჭრეს.
64 წლის მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცს თავის არეში ცეცხსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლას კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
კომენტარები