მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარანი ათეულობით მოქალაქეს შეხვდა.
დეპუტატმა მთაწმინდის მცხოვრებლების პრობლემები პირადად მოისმინა და მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
პრობლემები,რომლებიც შეხვედრაზე იყო წარდგენილი, ძირითადად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და მიწის ლეგალიზაციის მიმართულებით არსებულ საკითხებს ეხებოდა.
თავისუფალი მიღება დღეს, 10:00სთ-ზე დაიწყო.
კომენტარები