ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწესრიგების სამუშაოები.
„ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა შოვის სტიქიური მოვლენების დროს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, დროებითი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდა დროებითი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ამჟამად განახლებულმა ხიდმა შეცვალა. მოეწყო ახალი ბურჯები, რეაბილიტირდა მოაჯირები და ხიდის სავალი ნაწილი, მიერთებები და ხიდთან მისასვლელი გზები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კომენტარები