ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ, – მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა სახალხო დამცველს, რომელმაც პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გააცნო.
”თქვენ უფლებამოსილებაში შედის საკითხების როგორც კრიტიკულად შეფასება, ასევე პოზიტიურად შეფასება. ძალიან გთხოვთ, გამოყოთ საკითხები, სადაც თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ არის პოზიტიური წინსვლა. დაასახელეთ ასეთი ხუთი სფერო სახელმწიფოში. ნუ დაგვიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ მარტო კრიტიკისთვის არსებობთ და არ უნდა თქვათ, რომ მაგალითად, კერძო საკუთრების დაცვის ნაწილში გვაქვს პოზიტიური ცვლილებები, ადამიანის უფლებებთან მიმართებით… იქნებ ხუთი ასეთი სფერო დაასახელოთ”, – მიმართა ზარდიაშვილმა უჩა ნანუაშვილს.
კომენტარები