საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნას და გადადგომას არ აპირებს – გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული პლატფორმის“ წევრის, ლევან ალაფიშვილის მიერ დასმული კითხვას უპასუხა.
პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი გადადგომა არსებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის.
„არჩევნების თარიღის დანიშვნა, არ ვიცი, რას შეცვლის ან გადადგომა რას განაპირობებს, იქნებ, ესეც ამიხსნათ. ემოციურად ჩართული ვარ საკონსტიტუციო განხილვის პროცესში, თუმცა ან ერთი ან მეორე რას მოგვცემს, არ ვიცი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კომენტარები