საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიას საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა.
„ვიზიარებ შეშფოთებას ბატონი ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით. იმედია, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება ამ განცხადების გამო“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
კომენტარები