პოლიტიკური გიენები არიან, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, – „გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციურმა მხარემ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყო“, – რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“.
„ეს არის ის, რაც ნაკვებია გარედან, ისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე რომ, არაფერი ახალი არ არის. წლებია, ასე იქცევიან და მომავალშიც ასე მოიქცევიან. პოლიტიკური გიენები არიან, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.