უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის მზად არის, თუმცა საუბარი უნდა იყოს არა ხელის გადაგრეხით, კონკრეტული არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი, სად არის პრობლემა და რა შეიძლება, ხელისუფლებამ გააკეთოს.
„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ თემაზე კითხვები არ გაჩნდეს. ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია, ძირითადი ბაზა, რაც აუცილებელია ამ საკითხის დაცვისთვის – და საუბარია უსაფრთხოების დაცვაზე – მყარია. დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა საუბარი უნდა იყოს არა ხელის გადაგრეხით, კონკრეტული არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ, სად არის პრობლემა და რა შეიძლება, ხელისუფლებამ გააკეთოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ საკითხს რაიმე რეალური საფრთხე არ შეექმნას. ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ საკითხს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, საკითხს საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა მახაშვილმა.