ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე მეწყერი 4 ადგილზე ჩამოწვა. სტიქიის გამო მოძრაობა აკრძალულია სოფელ საყდართან. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
„გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა, რადგან ჩამოვიდა ოთხ ადგილზე მეწყერი. გადავკეტეთ ცენტრალური გზა და 06:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები. სამ ლოკაციაზე გზა უკვე გამავალია. უშგულთან ახლოს დარჩენილია მეწყერი, სადაც რამდენიმე საათში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.
კომენტარები