სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შპს ხარაზი“ (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62 ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
კომენტარები