ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება გონივრულ ვადაში, რაშიც მოკლე ვადებს ვგულისხმობ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თორდია-ფარცხალაძის საქმის გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე დირექტივას და დავალებას ვერ მივცემთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გამოძიება იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და რაც შეიძლება გონივრული ვადების დაცვით. ეს პრინციპულია იმისთვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს სწორი პოზიცია და რეაგირებაც. გამოძიების ყოველმხრივი ჩატარება მოკლე ვადებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეალური სურათი გაირკვეს და რეალური ვითარება იყოს გადმოცემული ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
კომენტარები