საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მანჩესტერში გუშინ მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც 19 ადამიანი ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში”,- ამის შესახებ პრემიერმა “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა.
კომენტარები