საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ–მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
თურქეთის პრემიერ–მინისტრი ბინალი ილდირიმი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. თურქეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ; იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი; ეკონომიკის მინისტრი ნიჰად ზეიბექჩი; თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი; სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქი; საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჩი; ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეთ არსლანი.