კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, როგორც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, – ასე აფასებს რუსეთის მიერ ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.
“კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, ისევე როგორც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ამიტომ ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეგვიძლია აღვიქვათ ის, რომ ცინვალში ელჩად სწორედ კულახმეტოვი მოავლინეს. მე მახსოვს კუკახნეტოვი ვენაში ჩემი ელჩობის პერიოდში. კულახმეტვი ცხინვალში ე.წ მშვიდბისმყოფელი იყო და ეს ნაბიჯიც მორიგი პროვოკაციაა”,-აღნიშნა ვიქტორ დილიძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა.