პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს წინასწარ ულოცავს და აცხადებს, რომ ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება.
“ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა ყველას წინასწარ მოგილოცოთ. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყაობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეს ვექტორი მიგვიყვანს მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამნიანმა სიცოცხლე გასწირა. მომავალი თაობებისათვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი გახდეს. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ვფიქრობ, ეს მიზანი არის ის, რისთვისაც დღეს ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს”, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველომ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა, თუმცა ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.