ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დიდი ენთუზიაზმით ვმასპინძლობთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26-29 მაისს თბილისში დაგეგმილი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დღემდე ოთხ არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია და ოთხივე ქვეყანა არის ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და დიდი ენთუზიაზმით ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები