საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის პარლამენტის დელეგაცია მიიღო.
ბულგარელი დეპუტატები თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან. ამასთან, ასამბლეის პარალელურად ორმხრივი შეხვედრები იმართება.
“დავსახეთ კონკრეტული გეგმები, თუ როგორ ვითანამშრომლოთ მომავალ წლებში. ცხადია, ძირითადად, საკითხები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეხებოდა. ბულგარეთის დელეგაციამ გამოთქვა მხარდაჭერა ჩვენი ძირითადი მიმართულებების მიმართ – ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეკლარაცია, რომელსაც 29 მაისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მივიღებთ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კომენტარები