მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კარიერის 95% სამართალს უკავშირდება, გასაუბრების დროს კითხვების უმეტესობა სამართალთან დაკავშირებული არ ყოფილა, რაც ცოტა უცნაურია, – ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დავით ჯანდიერმა კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქცენტი კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვარ პოლიტიკური ფიგურა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ. არ შემიძლია არ გამოვხატო განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა იმ არასახელისუფლებო აქტორების მიმართ რომლებიც შეკითხვებს სვამდნენ იმიტომ, რომ მათი შეკითხვები იყო უფრო მეტად პროფესიული და საქმეზე ორიენტირებული. მკითხეს იმის შესახებ, როგორ წარმომიდგენია საქართველოს მთავრობა რამდენად მომახვედრებს მოსამართლეობის კანდიდატებში. მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების გზა, რომელიც გავიარე, იძლეოდა იმის შესაძლებლობას და ღირდა ნამდვილად, რომ ამ გასაუბრებაში მიმეღო მონაწილეობა”, – განაცხადა ჯანდიერმა.