ადიგენის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ არალთან ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაღუპულია 15 წლის ბიჭი.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
არასრულწლოვანი საფეხბურთო გუნდ „ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. სააგენტოს ცნობით, ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები