მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი ცნობილია – კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს.
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა.
გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან:
- ლადო ჭანტურია – 5
- სოფიო ჯაფარიძე – 4.69
- შოთა გეწაძე – 3.85
- თამარ ალანია – 3.77
- ირაკლი დონდოლაძე – 3.69
დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. აქვე გთავაზობთ მამაკაცი და ქალი კანდიდატების ქულებს, რომელთა საფუძველზეც მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ხუთკაციანი სია შედგა:
ლადო ჭანტურია – 5შოთა გეწაძე -3,84
ირაკლი დონდოლაძე – 3,69 იოსებ ბაჩიაშვილი – 3,46 კონსტანტინე კორკელია – 3,07 ლევან მესხორაძე – 2,46 დავით ჯანდიერი – 2,38 ბესარიონ ბოხაშვილი 2,30 კონსტანტინე ვარძელაშვილი -2,07 ერიკ სვანიძე -2 ირაკლი ადეიშვილი -1,69 ნიკოლოზ ლეგაშვილი – 1,69
|
სოფიო ჯაფარიძე – 4,69თამარ ალანია – 3,76
ნინო ბაქაქური – 2,61 ქეთევან მესხიშვილი -2,53 თამარ ალექსიძე -2,07 ვერა დობორჯგინიძე – 2,07 მაია კვირიკაშვილი – 1,92 თამარ გაბისონია – 1,84 რუსუდან კემულარია -1,69 ლუიზა ხითარიშვილი -1,30 ნატალია გელაძე 1 |