ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას. დოკუმენტი სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა რასა იუკნევიციენემ წარადგინა.
დეკლარაციაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ქართული დელეგაციის მოთხოვნით, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს დაემატა წინადადება, რომ სადემარკაციო ხაზთან მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ვალდებულებები.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო
2017/05/29 13:24:10
ნანახია: 1181 ჯერ