დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება საქართველოსთვის კარგი გზავნილია.
ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტყო ასამბლეის ჩატარება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის ტექსტი, რომელშიც ძალიან ნათლად და პირდაპირ არის ნახსენები, თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს და საით მიისწრაფვის. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ ამ დეკლარაციით, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მოუწოდა რუსეთს იმისაკენ, რომ მოხდეს არაღიარება სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონების, ასევე დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტეის და ტერიტორიული მთალიანობის და ყველა იმ ძირითადი პრინციპის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კანონმდებლობით. ასევე მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ კანონშემოქმედების მიმართულებით, ეს არის გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ მათთვის ნატოს კარი არის ღია”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მყარი რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად ნატოს წვერი ქვეყანა გახდება.
საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა 26-29 მაისს იმართება.