საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ქობულეთში, “ჩელე არენას” მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი. ორ მცირე სტადიონზე მოეწყო განათებები, განხორციელდა ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებებისა და ტრიბუნების მოწყობას მოიცავს, წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.
კომენტარები