საქართველოში ჩემი ყოფნა ამ თანამედროვე ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, დიდი პატივისცემა დავადასტურო ქართველი ხალხის მიმართ, იმ თვისობრივი ცვლილებების მიმართ, რომელიც უკვე აქვს ყოველ ქართველ მოქალაქეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, მისასალმებელია საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატო-სკენ.
„ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ ნატო-სკენ. როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა, 2008 წელს თავს დაესხა რუსეთი საქართველოს, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინვე ჩამოვიდა ცენტრალურ ლიდერებთან ერთად საქართველოში, თბილისში, რათა დამდგარიყო მყარად თქვენთან ერთად ამ მტრულ და მზაკვრული ძალის წინაშე. საბედნიეროდ ეს აგრესია შეჩერდა იმ მომენტისათვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დღეს ქართველების გვერდი თავისუფალ საქართველოში დგას.
“დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში. რამდენიმე დღის წინ თქვენ იზეიმეთ 25 წლისთავი თქვენი დამოუკიდებლობის კვლავ დაბრუნებისა და სულ მალე 100 წლისთავსაც ვიზეიმებთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისა, რომელიც რეალურად 1919 წელს დაიწყო დიდი პოლონელის მარშალ ვისოცკის მეშვეობით მოხდა. ჩვენი ურთიერთობა 1999 წლის შემდეგ კვლავ აღდგა, რაც პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს კვლავ დამოუკიდებლობა. ეს არის სპეციფიკური მომენტი ჩვენს ისტორიაში, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს. საქართველოში ჩემი ვიზიტის განმავლობაში თან მდევს ამ დიდი პოლონელების მარშალისა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება.
„ჩემი შეხვედრები თქვენთან, საქართველოში ჩემი ყოფნა ამ თანამედროვე ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი პატივისცემა დავადასტურო ქართველი ხალხის მიმართ და იმ თვისობრივი ცვლილებების მიმართ, რომელიც უკვე აქვს ყოველ ქართველ მოქალაქეს, მე ვგულისხმობ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. მახსოვს, სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, პოლონეთს, ჩვენ გაგვეხსნა გზა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ეს ჩემთვის, ახალგაზრდა კაცისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ეს იყო დიდი შეგრძნება თავისუფლების. ახლა მიხარია, რომ საქართველოც განიცდის იგივეს. თქვენ ფაქტობრივად მიუახლოვდით ევროპულ საზოგადოებას, რომლის წევრიც საქართველო ყოველთვის მიმაჩნდა. ეს არის ის სარგებელი, რომელიც მთელ ქართველ ერს ელის და გამოადგება შემდგომი განვითარებისათვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.