ქალაქ ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციული ერთეულის, წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად გავმართეთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი დავით კოდუა წერს.
“ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარად, ღირსეული კანდიდატი, თაზო ფაცაცია წარადგინა.
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, რომ ზუგდიდი სხვადასხვა მიმართულებით გავხადოთ მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვრონ.
ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით იქნება მიღებული. მეტად გავააქტიურებთ ახალგაზრდებს, რადგან ისინი არიან ამ მუნიციპალიტეტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი მომავალი.
შეხვედრას ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. 2013 წლიდან დღემდე ჩვენ ზუგდიდში ბინა გადავეცით 2000 -მდე ოჯახს, ასევე 3288 სახლი გვაქვს სოფლად შეძენილი და მიმდინარეობს 1747 ბინის მშენებლობის პრორექტი, რომელიც მალე დასრულდება.
მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. თითოეული ჩვენი გამარჯვება ერთად მოპოვებულია – ასე გაგრძელდება მომავალშიც”