ახალციხის მერობის კანდიდატი ქალაქ ვალეს მოსახლეობასთან შესახვედრად ყველა ქუჩაზე იმყოფებოდა. ვარლამ წიკლაურმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი საჭიროებები მოისმინა. ერთად იმსჯელეს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე.
„ქართული ოცნების“ კანდიდატის თქმით, თითოეული მოქალაქის ინიციატივას სამომავლო საქმიანობაში აუცილებლად გაითვალისწინებს და მათთან ერთად იზრუნებს, როგორც ვალეზე, ისე მთლიან მუნიციპალიტეტზე
კომენტარები