საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განმარტებით, პარლამენტის გვერდითა შესასვლელს დამატებითი ჩამკეტი და რკინის კარი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაუკეთდა. შესაბამისი განმარტება დეპუტატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ნაცებმა“ გდდ-ს სამოქმედო გეგმა მოვიპოვეთო. ეს ფოტო ამხელს მათ მდაბიო ფეიკებს… შიდა მხრიდან დამატებითი ჩამკეტიც გაკეთდა, ოღონდ ორი წლის წინ, დამატებითი რკინის კარიც დაყენდა და დამატებითი ჩამკეტიც. სხვა დროს უფრო ყურადღებით იქნებიან.
რეალურად მსგავსი გეგმა შაიშმელაშვილს წარუდგენია გდდ-ს ხელმძღვანელობისთვის იქ როცა მუშაობდა, თავზე გადაახიეს და ისე გაატანეს უკან. ახლა გამოაგდეს მისი „გეგმა“, როგორც ახალი, უბრალოდ ეს ფოტო გაეპარათ“, – წერს კირცხალია.
კომენტარები