ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს განვლილი 13 წლისა და 1-ელი ოქტომბრის ისტორიული მნიშვნელობის მიმოხილვას.
მისივე შეფასებით, 13 წლების განმავლობაში ქვეყანამ ნახა როგორც წარმატება და მრავალი გამარჯვება, ისე შეცდომებიც. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოს მტრები მუდამ ცდილობდნენ ქვეყნისთვის ძველი რელსების დაბრუნებას, რაც დღემდე უშედეგო მცდელობად რჩება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან, როცა ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით მოიპოვა, 13 წელი გავიდა. ამ წლების განმავლობაში იყო წინსვლაც და ბევრი გამარჯვებაც, იყო შეცდომებიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მტრებს არ ეძინათ, ჩასაფრებულები ელოდნენ შესაბამის დროს, იქნებ როგორმე ისევ თავის რელსებზე დაებრუნებინათ ქვეყანა, რაც აგერ 13 წელია უშედეგო მცდელობაა მათი მხრიდან.
ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული წერილი განვლილი 13 წლის და 1-ელი ოქტომბრის მნიშვნელობის მიმოხილვაა. ბრძოლა არ დამთავრებულა, ბრძოლა გრძელდება და დღესაც დანის პირზე გვიწევს გავლა, ამიტომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა!“ – წერს ფოჩხუა.