4 ოქტომბრის არჩევნები ადასტურებს ქართველი ხალხის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ მუდმივ მისწრაფებას, იცხოვრონ სტაბილურ და თანამედროვე სახელმწიფოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54 პროცენტი მიიღო, რაც მმართველი გუნდის მიმართ საზოგადოების ნდობის მკაფიო სიგნალია და ეს ნდობა კვლავ იზრდება.
„4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ეს არჩევნები ადასტურებს ქართველი ხალხის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ მუდმივ მისწრაფებას, იცხოვრონ სტაბილურ და თანამედროვე სახელმწიფოში.
ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54 პროცენტი მიიღო – ეს ჩვენი მიმართულებით საზოგადოების ნდობის მკაფიო სიგნალია. ეს ნდობა კვლავ იზრდება. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არა მხოლოდ იმის გადაწყვეტას ეხება, თუ ვინ მართავს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს – არამედ იმ მოდელის დაცვას, რომელიც შედეგს იძლევა. ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი, რომელსაც კონფრონტაციის გარდა არანაირი ხედვა არ გააჩნია, ცდილობს დემოკრატიული პროცესი დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად აქციოს. თუმცა, დემოკრატია მხოლოდ პროტესტს არ ეხება – ეს ასევე მუშაობას და შედეგებს ეხება. ჩვენი მთავრობის მუშაობა და შედეგები კი ნათელი იყო – ჩვენ ვიცავთ ეკონომიკურ ზრდას, ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ხალხში და ვინარჩუნებთ მშვიდობას რთულ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.