უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ მან ევროპელ ლიდერებს დაურეკა.
ზელენსკის განცხადებით, მან ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ნორვეგიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებს გააცნო. უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტესაც ესაუბრა.
„მათ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართული საუბრის შესახებ მოვუყევი. განვიხილეთ მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი. ახლა ყველაზე მთავარია – დავიცვათ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე, უზრუნველყოთ უკრაინის უსაფრთხოება და გავაძლიეროთ თითოეული ჩვენგანი ევროპაში. ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, – დაწერა ზელენსკიმ.
კომენტარები