უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თუ ევროპას მშვიდობა სურს, მან ომის გეგმებს უნდა გადახედოს.
„თუ ევროპას ნამდვილი მშვიდობა სურს, მან სამხედრო გეგმებს უნდა გადახედოს და ყველაფერი გადაიაზროს. მშვიდობა უნდა დამყარდეს და ძალით გამყარდეს. დროა, ევროპა საღი აზრის გზას დაუბრუნდეს!“ – დაწერა ორბანმა.
კომენტარები