აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის როლზე უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„მან თავად მოინდომა ამის გაკეთება. უბრალოდ, ძალიან მძაფრი გრძნობა აქვს ბავშვების მიმართ და ნამდვილად კარგი საქმე გააკეთა ამის წინა პლანზე წამოწევით. ის ყოველთვის ფიქრობს ბავშვებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მასა და პუტინს შორის თანამშრომლობის შედეგად რვა ბავშვი დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს.
კომენტარები