20 ოქტომბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისრაელში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ვიზიტის დროს, ლიდერებთან შეხვედრისას, ჯეი დი ვენსი განიხილავს ღაზაში მოკლული მძევლების დაბრუნებისა და ომის დასრულების შეთანხმების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
ჯე დი ვენსი ასევე განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მეორე ეტაპზე გადასვლას.
მედიის ცნობით, ორშაბათს ისრაელში მორიგი ვიზიტით გაემგზავრება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც.
კომენტარები