დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინისგან დონეცკის რეგიონზე კონტროლის მთლიანად დათმობა მოითხოვა – ცნობას The Washington Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ, სანაცვლოდ, კრემლი, სავარაუდოდ, მზადაა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილების დათმობა განიხილოს, რომლებიც რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.
გამოცემა ასევე წერს, რომ უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირებისთვის იდეა მიუღებელია. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ეს „უკრაინელებისთვის საკუთარი ფეხის გაყიდვის მცდელობას ჰგავს“. თეთრი სახლის წარმომადგენლების ნაწილი კი ამ შეთავაზებას აფასებს, როგორც პროგრესს.
კომენტარები