ავღანეთმა და პაკისტანმა 19 ოქტომბერს განაცხადეს, რომ დოჰაში გამართული მოლაპარაკებების დროს დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება “დასრულებულია” და დაამატა, რომ ორივე მხარე 25 ოქტომბერს სტამბოლში ერთმანეთს კვლავ შეხვდება.
თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მხარეები ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც თურქეთთან ერთად მოლაპარაკებებს შუამავლობდა, განაცხადა, რომ შემდგომი შეხვედრები ცეცხლის შეწყვეტის მდგრადობისა უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
პაკისტანსა და ავღანეთის შეტაკებებს სასაზღვრო ხაზთან ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები