რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნახშირის მაღაროზე იერიში მიიტანა.
ინფორმაციას დონბასის თბოენერგეტიკული კომპანია (ДТЕК) ავრცელებს.
დარტყმის მომენტში მიწის ქვეშ 192 ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობს მაღაროელების ევაკუაცია, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.
“გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად მტერმა უკრაინულ ენერგეტიკაზე კვლავ მიიტანა იერიში. თავდასხმის მომენტში მიწის ქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. მიმდინარეობს ჩვენი კოლეგების ევაკუაცია. ეს ბოლო ორ თვეში რიგით მეოთხე მასშტაბური იერიშია ДТЕК-ის საწარმოებზე”. – წერია თბოენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.
კომენტარები