გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფღულიში „იმედის კვირასთან“ ევროკომისიის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიას აფასებს. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ოჯახის, როგორც მოცემულობის წინააღმდეგ ბრძოლასთან.
„ბრიუსელის ლგბტქ სტრატეგია არის ძალიან საშიში, ვინაიდან დისკრიმინაციის თავიდან აცილების საბაბით სწორედ ეს სტრატეგია საზოგადოებაში ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაკნინებას ისახავს მიზნად. ოჯახის, როგორც მოცემულობის წინააღმდეგ ბრძოლასთან გვაქვს საქმე, როდესაც სინამდვილეში დღევანდელი სამყაროს გათვალისწინებით, სწორედ ოჯახი და ტრადიციული ღირებულებებია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ლგბტ იდეოლოგია მხოლოდ და მხოლოდ განუკითხაობის მომენტია და ეს ყველაზე მწვავედ სწორედ არასრულწლოვანებთან მიმართებით არის ნიშანდობლივი“, – განაცხადა ტომაშ ფღულიშმა.
მან ასევე ისაუბრა გერმანულ სკოლებში არსებულ ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ სქესის ცვლილებას მიზანმიმართულად ახალისებენ.
„გერმანულ სკოლებში ბავშვების საპირისპირო სქესის ტანსაცმელში გამოწყობა ჩვეული მოვლენაა. არასრულწლოვანებს შორის ჰორმონულ თერაპიასა და სქესის ცვლილებას ახალისებენ მიზანმიმართულად. სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს საჯარო პოლიტიკური საკითხი“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.