სომხური მედიის ცნობით, გიუმრის მერი და კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს.
როგორც მედია წერს, ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომლებიც სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ჩაატარა, მიღებულია ფაქტობრივი მონაცემები, რომ გოუმრის მერმა და მთავარმა არქიტექტორმა წინასწარი შეთანხმებით, ქრთამი აიღეს.
ანტიკორუფციული ცენტრის ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ქალაქის მერისა და კიდევ შვიდი პირის დაკავების შესახებ.
საგამოძიებო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, კონსპირაციული და კორუფციული სქემებით მოქმედების გასაგრძელებლად ქალაქ გიუმრის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს უთვალთვალებდნენ, რათა მოეპოვებინათ მათ შესახებ ინფორმაიცა, რითაც მათ აშანტაჟებდნენ.
ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.