ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული 19-წამიანი ვიდეორგოლი გაავრცელა. კადრებში ის სამეფო გვირგვინით, გამანადგურებელ თვითმფრინავს – წარწერით “მეფე ტრამპი” – მართავს; ტრამპი გადაუფრენს მის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციას და აქციის მონაწილეებს თვითმფრინავიდან ფეკალიებს უშენს.
ამერიკული მედია, წერს, რომ “თრუს სოუშალში” ეს ვიდეო ტრამპმა მას შემდეგ გააზიარა, რაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროტესტი გაიმართა, ლოზუნგით, “არა მეფეებს.” აქციები 2 700-ს ლოკაციაზე მიმდინარეობდა და მასში 7-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები