„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ისრაელის მედია იუწყება, ცხედარი თელ ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიკაციისთვის გადაასვენეს. „ჰამასმა“ გადაცემული გარდაცვლილი მძევლის ვინაობა არ გაამჟღავნა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლის ცხედარია, „ჰამასს“ 15 დაღუპული მძევლის ცხედარი დარჩება გადასაცემი.
კომენტარები