შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს.
სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – ალფა-პვპ, მეფედრონი და ,კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს! დაკავებულია ორი პირი.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.
