ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.
200 ფრთა კოლხური ხოხობი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ობჩასა და ვარციხეში გაუშვეს, სადაც შერჩეულია ფრინველების ცხოვრებისთვის საჭირო გარემო.
ხოხბების გაშვებაში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გურამ კიკნაველიძემ, მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით მშვილდაძემ და ადგილობრივმა მონადირეებმა მიიღეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი, კოლხური ხოხბის პოპულარიზაცია და ველური ფაუნის გამრავალფეროვნებაა.
ხოხბები ბაღდათის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ” საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” გადასაცა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალურ ფრინველთა ჯიშების გამრავლებას და შემდეგ ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს. მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც აქამდე გადაშენების პირას იყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი გავრცელდა.
