პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად პარლამენტს საქართველოს მთავრობის წინადადება წარედგინა, რომლის მიხედვით 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებით უნდა შეიქმნას 7 ახალი მუნიციპალიტეტი. ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანებით იქმნება გორის მუნიციპალიტეტი.
ამავე პრინციპით, შეიქმნება ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის. პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.