„ კონსტიტუციაში შევა ისეთი ცვლილება და ფორმულირება, რომ მკაფიოდ დაფიქსირდეს – ქართული მიწა უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეებს“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირა“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გააკეთა. ზოიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხი სწორედ ის თემაა რომელზეც უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა არასდროს ყოფილა. „უმრავლესობის პოზიცია არის მყარი და ერთმნიშვნელოვანი. ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწა უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის მკაფიო პოზიცია. ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული ერთიანობაა უმრავლესობაში. ამიტომ არ მესმის, რა საჭიროა ამ საკითხზე აქციების გამართვა. ჩვენი პოზიცია იმთავითვე ასეთი იყო. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორი ფორმულირება უნდა ყოფილიყო და რა უნდა განსაზღვრულიყო ორგანულ კანონში. კონსტიტუციაში შევა ისეთი ცვლილება და ფორმულირება, რომ მკაფიოდ დაფიქსირდეს – ქართული მიწა უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეებს. ამის დეტალები უკვე ორგანულ კანონში დარეგულირდება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქართული მიწა უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეებს
2017/06/06 12:43:13
ნანახია: 1186 ჯერ