”არანაკლებ გვტკივა გული ამ თემაზე, თუმცა, შოუს დადგმის უფლებას არ მოგცემთ. შოუს დადგამ გინდათ! ნამდვილად არ მოგცემთ “ნაციონალურ მოძრაობას” ამის გაკეთების საშუალებას!”, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტში სერგო რატიანს. ”ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, აუცილებელია, სწორედ ამ კომიტეტზე დაისვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საკითხი და იყოს მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით.
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა პოლიეთილენის პარკები თავზე ჩამოიცვეს და დაკავებული ჟურნალისტის ფოტოები გამოფინეს. მათ ამ ჟესტით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პროტესტი გამოხატეს.
“გასაგებია ჩვენთვის თქვენი მესიჯი და ჩვენც სამოქალაქო ინტერგრაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რა თქმა უნდა მოწოდებული ვართ იმისთვის მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება”, – მიმართა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძემ.