თბილისის მერობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დაასახელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე და მას გაახმოვანებს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი. რაც შეეხება კახა კალაძეს, ის არის ჩვენი გუნდის ფორვარდი და მისი კანდიდატურის განხილვა ძალიან რეალურია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები