საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვერ ეყოლება რეალური კონკურენტი.
კობახიძის თქმით, თბილისის მერის თანამდებობაზე არა მარტო ზაალ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ აქვს შანსი.
“ეს საუბრები, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ ეშინია თავიანთი „ბრენდის“, თუკი ისინი აპირებენ, რომ კანდიდატად წამოაყენონ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. პროგრამა მინიმუმი გვაქვს პირველ ტურში გამარჯვება – თუ ჩვენი კანდიდატი იქნება კახი კალაძე, ეს პროგრამა მინიმუმი იქნება უპირობოდ შესრულებული, ყოველგვარი განსაკუთრებული სირთულეების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.