თერჯოლაში არასრულწლოვანი ბიჭი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა.
“ინფო იმერეთს” ადგილობრივები უყვებიან, რომ მოზარდები მიტოვებულ შენობაში შევიდნენ, სადაც 15 წლის ბიჭს სამშენებლო მასალა დაეცა.
უბედური შემთხვევის შედეგად მე-10 კლასელი მოსწავლეა დაღუპული.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება, 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
კომენტარები
