ნიკა გვარამიას წასვლით ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეს“ განუცხადა. ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობა დატოვა.
„საკუთრების უფლების აღდგენას ახლა წყვეტს სტრასბურგის სასამართლო და სახელმწიფო, ქართულმა სასამართლომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დირექტორად გია ყარამანიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ყარამანიშვილი არის უკვე სააკაშვილის მსხვერპლი, რა ფორმაში იქნება და რა თანამდებობაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას. პროცესები ლოგიკური გაგრძელებაა იმის რაც აქამდე ხდებოდა. არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე დასრულდეს. გასაკვირია აქამდე როგორ გაძლეს ერთად“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.